ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი კობახიძე - განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას

ავტორი
Frontnews საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა.
“მოხარული ვარ იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრით. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას, საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას”, - წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




