Logo

ირაკლი კობახიძე - განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას

პოლიტიკა
562
Frontnews
ირაკლი კობახიძე - განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა.

“მოხარული ვარ იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრით. შეხვედრაზე განვიხილეთ  საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას, საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას”, - წერს კობახიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები