ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი კობახიძე - რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ გვექნება

ავტორი
Frontnews საქართველო
რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება. ერთიან სამინისტროდ - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ გაერთიანდება, შესაბამისად სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ გვექნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება კულტურის მინისტრს, პრემიერის თქმით, სიახლე უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
"რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება. ერთიან სამინისტროდ - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ გაერთიანდება, შესაბამისად სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ გვექნება მთავრობის შემადგენლობაში. რაც შეეხება კულტურის მინისტრს, სიახლეს უახლოეს დღეებში, მომავალში გაიგებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




