Logo

ირაკლი კობახიძე - რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ გვექნება

პოლიტიკა
252
Frontnews
ირაკლი კობახიძე - რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ გვექნება

რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება. ერთიან სამინისტროდ - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ გაერთიანდება, შესაბამისად სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ გვექნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება კულტურის მინისტრს, პრემიერის თქმით, სიახლე უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

"რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება. ერთიან სამინისტროდ - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ გაერთიანდება, შესაბამისად  სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ გვექნება მთავრობის შემადგენლობაში. რაც შეეხება კულტურის მინისტრს, სიახლეს უახლოეს დღეებში, მომავალში გაიგებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები