ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი კობახიძე - USAID პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში

ავტორი
Frontnews საქართველო
USAID პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა.
"რაც ვიცოდით, იმას მოეფინა კიდევ ერთხელ ნათელი. USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში. ეს არ არის ახალი, უბრალოდ ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




