Logo

ირაკლი კობახიძე - USAID პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში

პოლიტიკა
283
Frontnews
ირაკლი კობახიძე - USAID პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში

USAID პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა.

"რაც ვიცოდით, იმას მოეფინა კიდევ ერთხელ ნათელი. USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში. ეს არ არის ახალი, უბრალოდ ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები