Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ლევან ქარუმიძე – როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი?

პოლიტიკა
1397
Frontnews
ლევან ქარუმიძე – როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე ჰააგაში მიმდინარე კონფერენციაზე –  “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის” ზურაბ ადეიშვილის დასწრებას ეხმაურება.

 

ქარუმიძის თქმით, ადამიანის უფლებათა არაერთი დარღვევისთვის მსჯავრდებულ ადეიშვილთან ერთად, სამართლიანობაზე საუბარი არ შეიძლება და ეს ფაქტი სირცხვილია.

 

“დღეს ჰააგაში არის კონფერენცია “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის”. როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი (ადამიანის უფლებათა არაერთი დარღვევისთვის მსჯავრდებული)?! სირცხვილი. სირცხვილი. სირცხვილი”, – წერს ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელ X (Twitter)-ზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები