
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე ჰააგაში მიმდინარე კონფერენციაზე – “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის” ზურაბ ადეიშვილის დასწრებას ეხმაურება.
ქარუმიძის თქმით, ადამიანის უფლებათა არაერთი დარღვევისთვის მსჯავრდებულ ადეიშვილთან ერთად, სამართლიანობაზე საუბარი არ შეიძლება და ეს ფაქტი სირცხვილია.
“დღეს ჰააგაში არის კონფერენცია “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის”. როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი (ადამიანის უფლებათა არაერთი დარღვევისთვის მსჯავრდებული)?! სირცხვილი. სირცხვილი. სირცხვილი”, – წერს ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელ X (Twitter)-ზე.
თაგები:
ლევან ქარუმიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს