Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მიმდინარე კვირაში პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მოუსმენს

პოლიტიკა
1307
Frontnews
მიმდინარე კვირაში პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მოუსმენს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის 2  წევრის თანამდებობებზე ასარჩევ კანდიდატურებთან დაკავშირებით პრეზიდენტის წარდგინების შესახებ იმსჯელეს. 

 

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტის მიერ დასახელებულია თენგიზ თევზაძის და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები, ხოლო კომისიის წევრობის კანდიდატებად ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე,  მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანდიდატების მოსმენა, სავარაუდოდ,  მიმდინარე კვირის ხუთშაბათს დაიწყება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები