
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის 2 წევრის თანამდებობებზე ასარჩევ კანდიდატურებთან დაკავშირებით პრეზიდენტის წარდგინების შესახებ იმსჯელეს.
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტის მიერ დასახელებულია თენგიზ თევზაძის და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები, ხოლო კომისიის წევრობის კანდიდატებად ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანდიდატების მოსმენა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს დაიწყება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს