Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

პაპუნა ჯანელიძე – ვაპროტესტებ ხელისუფლების არჩეულ გზას, რომელიც ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას

პოლიტიკა
354
Frontnews
პაპუნა ჯანელიძე – ვაპროტესტებ ხელისუფლების არჩეულ გზას, რომელიც ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას

იმიტომ ვარ დღეს აქ, რომ გავაპროტესტო ის გზა, რომელიც არის დღეს არჩეული ხელისუფლების მიერ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პაპუნა ჯანელიძემ განაცხადა, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაში  მონაწილეობს. 

 

“არა მარტო განცხადებები, არამედ ქმედებათა მთლიანობა, რომელსაც ვხედავთ, ეს ყველაფერი აშორებს საქართველოს ჩვენი პარტნიორებისგან – როგორც ევროკავშირისგან, ასევე, აშშ–სგან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი განვითარებისთვის, სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის, ეკონომიკური და სტაბილური განვითარებისთვის”, – განაცხადა ჯანელიძემ “ფორმულასთან”.

 

რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი ქვეყანას ევროპას აშორებს.

 

აქციის მონაწილეებს მოგვიანებით დაგეგმილი აქვთ საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით მსვლელობა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები