
ავტორი
Front News საქართველო
იმიტომ ვარ დღეს აქ, რომ გავაპროტესტო ის გზა, რომელიც არის დღეს არჩეული ხელისუფლების მიერ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პაპუნა ჯანელიძემ განაცხადა, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაში მონაწილეობს.
“არა მარტო განცხადებები, არამედ ქმედებათა მთლიანობა, რომელსაც ვხედავთ, ეს ყველაფერი აშორებს საქართველოს ჩვენი პარტნიორებისგან – როგორც ევროკავშირისგან, ასევე, აშშ–სგან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი განვითარებისთვის, სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის, ეკონომიკური და სტაბილური განვითარებისთვის”, – განაცხადა ჯანელიძემ “ფორმულასთან”.
რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი ქვეყანას ევროპას აშორებს.
აქციის მონაწილეებს მოგვიანებით დაგეგმილი აქვთ საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით მსვლელობა.
თაგები:
პაპუნა ჯანელიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს