ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
საქართველოს გენერალური საკონსულო - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო

ავტორი
Frontnews საქართველო
საქართველოს გენერალური საკონსულო კრაკოვში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
საქართველო ამ მძიმე წუთებში სოლიდარობას უცხადებს პოლონელ ხალხს", - წერს საკონსულო.
კრაკოვში 7 ნოემბერს სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა. თავდამსხმელმა მოქალაქეებს ცეცხლი ავტომობილიდან გაუხსნა. პოლიციამ ის დაკავების დროს დაჭრა და ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება. სამართალდამცველებით ის მარტო მოქმედებდა.





