პოლიციის ინფორმაციით, კრაკოვში ტერაქტი პოლონეთის მოქალაქემ მოაწყო

ავტორი
Frontnews საქართველო
კრაკოვის ცენტრში მომხდარი სისხლიანი ტერაქტი პოლონეთის 25 წლის მოქალაქემ მოაწყო. მან ექვსი ადამიანი მოკლა და კიდევ თორმეტი დაჭრა, დაშავებულებს შორის ორი პოლიციელია, - ინფორმაციას RMF FM ავრცელებს.
პოლონეთის პოლიციის ცნობით, "მთავარი ბაზრის" მოედანზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველების მიერ არის დაკავებული.
ამასთან, სამართალდამცველებმა უარყვეს გავრცელებული ცნობები პოლიციელის დაღუპვისა და შესაძლო მეორე თავდამსხმელის არსებობის შესახებ.
"ინციდენტის ერთადერთი ცნობილი დამნაშავე პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, - აღნიშნეს უწყებაში.
მედიის ცნობით, თავდამსხმელი მოედანზე შავი ფერის Subaru-ს მარკის ავტომობილით შევიდა, რის შემდეგაც შემთხვევით გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. მან AR-15 ტიპის შაშხანა გამოიყენა.
სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დაჭრეს. ის კრაკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პოლიციაში აღნიშნეს, რომ მამაკაცი მარტო მოქმედებდა.





