Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სოფელ ქვედა სიმონეთსა და თუზში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები ჩატარდა

რეგიონები
107
Frontnews
სოფელ ქვედა სიმონეთსა და თუზში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები ჩატარდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთსა და თუზში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები ჩატარდა. 

წითელი ჯვრის საზოგადოების ექიმებმა მოქალაქეებს შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურება გაუწიეს: ექიმ-რადიოლოგის კონსულტაცია; კარდიოლოგის კონსულტაცია; ნევროლოგის კონსულტაცია: მუცლის ღრუ და სხვა შინაგანი ორგანოების ექოსკოპირება უახლესი აპარატურით;

სოციალურ აქციას ესწრებოდნენ:  მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, მერის პირველი მოადგილე ზვიად ბაზაძე, მერიის ჯანდაცვის  და სოციალური სამსახურის უფროსი  დიანა ფოცხვერაშვილი, საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე ლაშა ლანჩავა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი შალვა გოგოლაშვილი, წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელი თერჯოლაში მარიამ ცხელიშვილი, საკრებულოს დეპუტატი გიორგი ბრეგაძე და მერის წარმომადგენლები: მამუკა გოგბერაშვილი და გია ხუჯაძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები