სოფელ ქვედა სიმონეთსა და თუზში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები ჩატარდა

ავტორი
Frontnews საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთსა და თუზში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები ჩატარდა.
წითელი ჯვრის საზოგადოების ექიმებმა მოქალაქეებს შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურება გაუწიეს: ექიმ-რადიოლოგის კონსულტაცია; კარდიოლოგის კონსულტაცია; ნევროლოგის კონსულტაცია: მუცლის ღრუ და სხვა შინაგანი ორგანოების ექოსკოპირება უახლესი აპარატურით;
სოციალურ აქციას ესწრებოდნენ: მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, მერის პირველი მოადგილე ზვიად ბაზაძე, მერიის ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის უფროსი დიანა ფოცხვერაშვილი, საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე ლაშა ლანჩავა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი შალვა გოგოლაშვილი, წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელი თერჯოლაში მარიამ ცხელიშვილი, საკრებულოს დეპუტატი გიორგი ბრეგაძე და მერის წარმომადგენლები: მამუკა გოგბერაშვილი და გია ხუჯაძე.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი




