Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მასწავლებელთა დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო

რეგიონები
439
Frontnews
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მასწავლებელთა დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე მასწავლებლის ეროვნული დღის ფარგლებში, მასწავლებელთა დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო.

მანუჩარ რობაქიძემ წარმატებული პედაგოგები,  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, პარლამენტის დელეგატ ზვიად შალამბერიძეს და საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად დააჯილდოვა.

შესაბამისი ჯილდოები და სიგელები მუნიციპალიტეტის 9 პედაგოგს  გადაეცა. 

"გულითადად გილოცავთ თითოეულ დაჯილდოებულ პედაგოგს დამსახურებულ აღიარებას და მადლობას გიხდით მაღალი პასუხისმგებლობისა და მრავალწლიანი საქმიანობისათვის“, - განაცხადა მანუჩარ რობაქიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები