თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მასწავლებელთა დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო

ავტორი
Frontnews საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე მასწავლებლის ეროვნული დღის ფარგლებში, მასწავლებელთა დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო.
მანუჩარ რობაქიძემ წარმატებული პედაგოგები, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, პარლამენტის დელეგატ ზვიად შალამბერიძეს და საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად დააჯილდოვა.
შესაბამისი ჯილდოები და სიგელები მუნიციპალიტეტის 9 პედაგოგს გადაეცა.
"გულითადად გილოცავთ თითოეულ დაჯილდოებულ პედაგოგს დამსახურებულ აღიარებას და მადლობას გიხდით მაღალი პასუხისმგებლობისა და მრავალწლიანი საქმიანობისათვის“, - განაცხადა მანუჩარ რობაქიძემ.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი




