ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ავტორი
Frontnews საქართველო
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან, მოადგილეებთან, საკრებულოს დეპუტატებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
"33 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. 27 სექტემბერი, არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ადამიანებს, გმირებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას, მინდა გადავუხადო დიდი მადლობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ღირსებით დავბრუნდებით აფხაზეთში და ყველა ერთად ვიცხოვრებთ, ერთიან და ძლიერ საქართველოში“, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი




