Logo

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

რეგიონები
1504
Frontnews
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

სოხუმის დაცემის დღესთან  დაკავშირებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან, მოადგილეებთან, საკრებულოს დეპუტატებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

"33 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. 27 სექტემბერი, არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ადამიანებს, გმირებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას, მინდა გადავუხადო დიდი მადლობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ღირსებით დავბრუნდებით აფხაზეთში და ყველა ერთად ვიცხოვრებთ, ერთიან და ძლიერ საქართველოში“, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები