ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა

ავტორი
Frontnews საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა.
თერჯოლის მერის ინიციატივით, მსგავსი ღონისძიებები ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იმართება. აღნიშნული პროგრამა მუნიციპალიტეტში უკვე მეოთხე წელია მოქმედებს და ამ დრომდე დახმარება 100-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო.
მორიგი სოციალური აქცია მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ორგანიზებით განხორციელდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში აღნიშნული ოჯახების სოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე წელს 16 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი




