Logo

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა

რეგიონები
1653
Frontnews
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან  ერთად სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა.

თერჯოლის მერის ინიციატივით, მსგავსი ღონისძიებები ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იმართება. აღნიშნული პროგრამა მუნიციპალიტეტში უკვე მეოთხე წელია მოქმედებს და ამ დრომდე დახმარება 100-ზე მეტმა  ოჯახმა მიიღო.

მორიგი სოციალური აქცია მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ორგანიზებით განხორციელდა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში აღნიშნული  ოჯახების სოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე წელს  16 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები