ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა

ავტორი
Frontnews საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 2 სექტემბერს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის, და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - ზურაბ ჩხიკვაძის მიერ წარდგენილ საკითხებს.
აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, საფინანსო - საბიუჯეტო საკითხთა კომისიის, ბიუროსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე იმსჯელეს.
სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილეები - ზვიად ბაზაძე, მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 2 სექტემბრის მორიგი სხდომის
დღის წესრიგი:
1. "თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282623877, 26/08/2026 წ.); / მომხს.: ზ.ჩხიკვაძე /
2. "თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 1 აპრილის №გ-29.2926091001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282624352, 31.08.2026 წ); / მომხს.ბ.ბუცხრიკიძე /
3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (თანხმობა მერს ქ.თერჯოლაში, რუსთაველის ქ. №109-ში მდებარე მერიის შენობაში (ს.კ. 33.09.45.945) არსებული 30.248 მ2 ფართი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უსასყიდლო თხოვების ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2 წლის ვადით გადასცეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას (ს/კ 202051536) (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282624351, 31.08.2026 წ). / მომხს.ბ.ბუცხრიკიძე /
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი




