Logo

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა

რეგიონები
1409
Frontnews
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 2 სექტემბერს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე უძღვებოდა.

სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის, და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - ზურაბ ჩხიკვაძის მიერ წარდგენილ საკითხებს.

აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე,  ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, საფინანსო - საბიუჯეტო საკითხთა კომისიის, ბიუროსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“  სხდომაზე იმსჯელეს.

სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილეები - ზვიად ბაზაძე, მირზა ქოჩიაშვილი  და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2026 წლის 2 სექტემბრის მორიგი  სხდომის

დღის წესრიგი:

1. "თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის  წერილი № 28-282623877,  26/08/2026 წ.); / მომხს.: ზ.ჩხიკვაძე /

2. "თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 1 აპრილის №გ-29.2926091001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282624352, 31.08.2026 წ); / მომხს.ბ.ბუცხრიკიძე /

3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (თანხმობა მერს ქ.თერჯოლაში, რუსთაველის ქ. №109-ში მდებარე მერიის შენობაში (ს.კ. 33.09.45.945) არსებული 30.248 მ2  ფართი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უსასყიდლო თხოვების ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2 წლის ვადით გადასცეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას (ს/კ 202051536) (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282624351, 31.08.2026 წ). / მომხს.ბ.ბუცხრიკიძე /

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები