ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ტრამპი - უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებს არ დაარტყამენ

ავტორი
Frontnews საქართველო
უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ენერგეტიკულ ობიექტებს არ დაარტყამენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
"უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს. რუსეთიც ანალოგიურ ქმედებაზე დათანხმდა", - წერს ტრამპი.
მისივე თქმით, მსოფლიოში დიზელის საწვავზე ფასების ზრდა ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია და არა ირანის.
დონალდ ტრამპს არ დაუსახელებია ოფიციალური პირების ვინაობა, რომლებმაც მას ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდაუსხმელობის შესახებ ქვეყნების გადაწყვეტილება აცნობეს.
13 სექტემბერს ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტაქტიკა უნდა შეცვალოს და უნდა შეწყვიტოს რუსეთის ტერიტორიაზე დიზელის საწვავის ობიექტებზე დარტყმები, რადგან ეს მსოფლიო ბაზარზე დიზელის საწვავის დეფიციტს იწვევს.
პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ კრემლი ტრამპის მოწოდებას მიესალმება.
აგვისტოში, რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური თავდასხმების ტალღა განხორციელდა.
ერთ-ერთი ბოლო სამიზნე იყო სარატოვის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, რომელსაც წელიწადში თითქმის 5 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია, თუმცა დრონებით დარტყმებმა ხანძარი გამოიწვია და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ობიექტის დაზიანება დაადასტურა.
კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სისტემატური თავდასხმების ფონზე, ანალიტიკოსები რუსული ნავთობგადამუშავების მოცულობის ხანგრძლივ შემცირებას პროგნოზირებენ.
თაგები:
დონალდ ტრამპი




