ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
წალენჯიხაში სასწავლო პროცესის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს

ავტორი
Frontnews საქართველო
დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა.
სასწავლო პროცესის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.
მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან ლირა ღურწკაიასთან, მერის მოადგილესთან გიორგი კვარაცხელიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, საჯარო სკოლებს ეწვია, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული, ნაყოფიერი წელი უსურვა.
"განსაკუთრებული და დაუვიწყარი დღე იყო პირველკლასელებისთვის, რომლებმაც სკოლის კარი სასკოლო ფორმებში გამოწყობილებმა პირველად შეაღეს.
წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 238-მა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა, მათ ახალ სასწავლო წიგნებთან ერთად საჩუქრად პერსონალური ნეთბუქები გადაეცათ.
ადგილობრივი თვითმმართველობა ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ულოცავს ახალ სასწავლო წლის დაწყებას!" - აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:
წალენჯიხა




