Logo

​წალენჯიხაში სასწავლო პროცესის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს

რეგიონები
463
Frontnews
​წალენჯიხაში სასწავლო პროცესის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა.

​სასწავლო პროცესის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. 

მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან ლირა ღურწკაიასთან, მერის მოადგილესთან გიორგი კვარაცხელიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, საჯარო სკოლებს ეწვია, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული, ნაყოფიერი წელი უსურვა.

"განსაკუთრებული და დაუვიწყარი დღე იყო პირველკლასელებისთვის, რომლებმაც სკოლის კარი სასკოლო ფორმებში გამოწყობილებმა პირველად შეაღეს.

წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში  238-მა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა, მათ ახალ სასწავლო წიგნებთან ერთად საჩუქრად პერსონალური ნეთბუქები გადაეცათ.

​ადგილობრივი თვითმმართველობა ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ულოცავს ახალ სასწავლო წლის დაწყებას!" - აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები