Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ-აქცია ჩატარდა

რეგიონები
79
Frontnews
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ-აქცია ჩატარდა

დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ-აქცია ჩატარდა.

კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის.

ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-70 წლის ქალებისთვის; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს 25-60 წლის ჩათვლით ქალებისთვის; მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს; 50-70 წლის ჩათვლით ქალებისა და მამაკაცებისთვის; პროსტატის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის;

აქციის მიმდინარეობას წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორთან ირაკლი ფურცელაძესთან, მერის მოადგილეებთან, დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლებთან, საკრებულოს წევრებთან და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

სამედიცინო მომსახურებით ასევე ისარგებლეს ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან გადმოსულმა მოქალაქეებმა.

უფასო სკრინინგ-აქცია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები