
ავტორი
Front News საქართველო
დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ-აქცია ჩატარდა.
კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის.
ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-70 წლის ქალებისთვის; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს 25-60 წლის ჩათვლით ქალებისთვის; მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს; 50-70 წლის ჩათვლით ქალებისა და მამაკაცებისთვის; პროსტატის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის;
აქციის მიმდინარეობას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორთან ირაკლი ფურცელაძესთან, მერის მოადგილეებთან, დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლებთან, საკრებულოს წევრებთან და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.
სამედიცინო მომსახურებით ასევე ისარგებლეს ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან გადმოსულმა მოქალაქეებმა.
უფასო სკრინინგ-აქცია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
თაგები:
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს