Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

უხვმა ნალექმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

რეგიონები
1150
Frontnews
უხვმა ნალექმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

24-25 მაისს, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში  სპეციალური ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ამოვსებული ხიდ-ბოგირების გაწმენდა, არხების დაღრმავება და სხვა სახის სამუშაოები, თუმცა უამინდობის გამო მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება ვერ ხერხდება. 

მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ადგილზე სწავლობენ დაზიანებების ხარისხს და რაოდენობას და აქტიურ სამუშაოებს ამინდის გაუმჯობესებისთანავე განახორციელებენ. 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად წვიმდა, რის შედეგადაც დაზიანდა ინფრასტრუქტურა. კერძოდ დაიტბორა გზები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საცხოვრებელი სახლების ეზოები. ასევე, დაზიანდა ნაპირდამცავი გაბიონები, სოფლის ხიდები და დაირეცხა შიდა სასოფლო ქვიშახრეშოვანი გზები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები