
ავტორი
Front News საქართველო
24-25 მაისს, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში სპეციალური ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ამოვსებული ხიდ-ბოგირების გაწმენდა, არხების დაღრმავება და სხვა სახის სამუშაოები, თუმცა უამინდობის გამო მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება ვერ ხერხდება.
მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ადგილზე სწავლობენ დაზიანებების ხარისხს და რაოდენობას და აქტიურ სამუშაოებს ამინდის გაუმჯობესებისთანავე განახორციელებენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად წვიმდა, რის შედეგადაც დაზიანდა ინფრასტრუქტურა. კერძოდ დაიტბორა გზები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საცხოვრებელი სახლების ეზოები. ასევე, დაზიანდა ნაპირდამცავი გაბიონები, სოფლის ხიდები და დაირეცხა შიდა სასოფლო ქვიშახრეშოვანი გზები.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს