Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში Ozon-ის საწყობს პირველად დაარტყეს

მსოფლიოუკრაინა
260
Frontnews
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში Ozon-ის საწყობს პირველად დაარტყეს

22 აგვისტოს ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველი დარტყმა განახორციელეს რუსეთში, სამარის ოლქში,  OZON-ის ლოგისტიკურ ცენტრზე. დრონების დარტყმის შემდეგ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამარის ოლქში "დრონების გამო განგაში“ დაახლოებით 02:47 საათზე გამოცხადდა. 04:30 საათის შემდეგ, სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს ხანძარი და კვამლის ღრუბელი.

თავად კომპანიას თავდასხმების ან თანამშრომლების ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ადგილობრივ ხელისუფლებასაც კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Ozon-ის ლოგისტიკური კომპლექსი ჩაპაევსკში კომპანიის ერთ-ერთი უდიდესი სასაწყობე ობიექტია. მისი ფართობი დაახლოებით 135,000 კვადრატული მეტრია, ობიექტში ინვესტიცია დაახლოებით 5 მილიარდ რუბლს შეადგენს.

Ozon Wildberry-თან ერთად რუსეთში ორი უდიდესი სავაჭრო ცენტრიდან ერთ-ერთია. 2024 წლის მონაცემებით, ეს ორი პლატფორმა რუსული ონლაინ საცალო ვაჭრობის მნიშვნელოვან წილს შეადგენდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები