უკრაინულმა დრონებმა რუსეთში Ozon-ის საწყობს პირველად დაარტყეს

ავტორი
Front News საქართველო
22 აგვისტოს ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველი დარტყმა განახორციელეს რუსეთში, სამარის ოლქში, OZON-ის ლოგისტიკურ ცენტრზე. დრონების დარტყმის შემდეგ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამარის ოლქში "დრონების გამო განგაში“ დაახლოებით 02:47 საათზე გამოცხადდა. 04:30 საათის შემდეგ, სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს ხანძარი და კვამლის ღრუბელი.
თავად კომპანიას თავდასხმების ან თანამშრომლების ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ადგილობრივ ხელისუფლებასაც კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
Ozon-ის ლოგისტიკური კომპლექსი ჩაპაევსკში კომპანიის ერთ-ერთი უდიდესი სასაწყობე ობიექტია. მისი ფართობი დაახლოებით 135,000 კვადრატული მეტრია, ობიექტში ინვესტიცია დაახლოებით 5 მილიარდ რუბლს შეადგენს.
Ozon Wildberry-თან ერთად რუსეთში ორი უდიდესი სავაჭრო ცენტრიდან ერთ-ერთია. 2024 წლის მონაცემებით, ეს ორი პლატფორმა რუსული ონლაინ საცალო ვაჭრობის მნიშვნელოვან წილს შეადგენდა.





