Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზუგდიდში ორი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა

რეგიონები
45
Frontnews
ზუგდიდში ორი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ზუგდიდის  მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მოწყობისა და რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ზუგდიდში, ჯავახიშვილის ქუჩასა და ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში  ახალი სპორტული მოედნები გაიხსნა.

ორი ახალი სპორტული მოედნის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 360 000 ლარამდე დაიხარჯა.

ახალი სპორტული მოედნების მშენებლობა ზუგდიდის მერის წინასაარჩევნო დაპირება იყო.

მოედნები სპორტული შეჯიბრებით გაიხსნა. მონაწილე გუნდებს  მედლები, თასები და სიგელები გადაეცათ.

ახალი სტადიონი აშენდა ბარამიას ქუჩაზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქუჯის, თაბუკაშვილისა და ინგირის სტადიონებს. ამ ეტაპზე არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულსა და გორის ქუჩაზე. უახლოეს პერიოდში  კი მესხიას ქუჩაზე  არსებული სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყება.
 

თაგები:

ზუგდიდი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები