Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზვიად გაბისონია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა

პოლიტიკა
483
Frontnews
ზვიად გაბისონია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ზვიად გაბისონიამ დამსწრე საზოგადოებას  დეტალურად გააცნო უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის ძირითადი მიმართულებები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც სახელმწიფო აბიტურიენტებსა და სტუდენტებს  სთავაზობს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრას  პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი,  კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე  მამუკა ბურდიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები