
ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ზვიად გაბისონიამ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის ძირითადი მიმართულებები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც სახელმწიფო აბიტურიენტებსა და სტუდენტებს სთავაზობს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
ზვიად გაბისონია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს