ჩაქვის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. სხვა დეტალები უცნობია.
ნუცუბიძის ფერდობზე ხანძარია. ცეცხლი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე გაზის მილი გადის, ბალახებს გაუჩნდა. ხანძარი სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.
27 წლის ბექა რევაზიშვილი 8-დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. სოფელ გომიდან გაუჩინარებული ახალგაზრდის ცხედარი მდინარე მტკვარში ნახეს. 27 წლის ბექა რევაზიშვილი სახლიდან 6 აგვისტოს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
თბილისის ზღვაზე შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ის ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს, პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, ...
ტურისტი, რომელიც მწვერვალ თეთნულდზე ნაპრალში იყო გადავარდნილი, გარდაიცვალა. მის ამოსაყვანად სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. იქამდე მწვერვალიდან მესტიაში ვერტმფრენით ორი დაშავებული ტურისტი გადაიყვანეს, რომლ...
მაშველებმა მწვერვალ თეთნულდზე დაშავებული ორი მთასვლელი უსაფრთხოდ გამოიყვანეს, ოთხის გადასარჩენად სამაშველო ღონისძიება გრძელდება, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მ...
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწვერვალ თეთნულდზე მყოფ ტურისტების ჯგუფთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ...
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, 35 წლის ზურაბ ქვარცხავას ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს. მამაკაცი პოლონეთში მუშაობდა, რამდენიმე დღის წინ საქართველოშიც იმყოფებოდა, უკან დაბრუნებიდან მეორე დღეს კი, სახლში...
მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის რაიონში, დათვის ჯვრის უღელტეხილზე დაშავებულ უცხოელ მოლაშქრეებს დამხარება აღმოუჩინეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიულ მართვის ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების, გარმინი...
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალსა და მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ...