Logo

ირანის ელჩი - ილია მეორის სახელი დარჩება საქართველოს ისტორიასა და ირან-საქართველოს მეგობრობაში

Frontnews image description

საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.

"დიდი მწუხარებით მივიღე უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების ამბავი - სულიერი ლიდერი და თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი არქიტექტორი. მისი სახელი დარჩება საქართველოს ისტორიასა და ირან-საქართველოს მეგობრობაში. სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ერს“, – წერს სეიედ ალი მოჯანი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები