
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა. ნგრევა და დაზიანება დედაქალაქის რამდენიმე რაიონშია დაფიქსირებული, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
"კიევზე მტრის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი, დაჭრილი მამაკაცი, დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - განაცხადა მერმა.
კლიჩკოს თქმით, დაშავდა 46 ადამიანი, მათგან 27, მათ შორის სამი ბავშვი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კლიჩკომ დაადასტურა, რომ ნგრევა და დაზიანება დედაქალაქის ოთხ რაიონში დაფიქსირდა. ყველაზე მეტად პოდოლსკის რაიონი დაზარალდა. ერთ-ერთ შენობაში ბინები მე-5-დან მე-9 სართულამდეა განადგურებული.
დაღუპულთა და დაშავებულთა საბოლოო რაოდენობა დგინდება, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს