
ავტორი
Front News საქართველო
104 წლის ასაკში ცნობილი ჭიათურელი მეცნიერი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელენე აბაშიძე გარდაიცვალა.
ელენე აბაშიძე 1922 წელს ჭიათურაში დაიბადა. ელენე აბაშიძე არის 540 სამეცნიერო ნაშრომისა და 13 200 ექსპერიმენტის ავტორი. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიური მექანიზმის შესწავლაში.
მისი სამეცნიერო კვლევები აღიარებულია როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ელენე აბაშიძის სადოქტორო ნაშრომი შეფასდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ბიბლიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ, ხოლო თავად ავტორი დაჯილდოებულია მეცნიერ ქალთა ნამუშევრებს შორის მინიჭებული "წლის ქალის" საპატიო წოდებითა და შესაბამისი სიგელით.
თაგები:
ელენე აბაშიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს