2021 წლის 8 ოქტომბრის ბათუმის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა

ავტორი
Frontnews საქართველო
2021 წლის 8 ოქტომბრის ბათუმის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, მეუღლესთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში 8 ოქტომბრის ტრაგედიისას დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.
პანაშვიდს დაღუპულთა ოჯახის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
2021 წლის 8 ოქტომბერს, დილით, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო.
თაგები:
ბათუმის ტრაგედია




