4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 14 ადამიანი პატიმრობაში რჩება

ავტორი
Front News საქართველო
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 14 ადამიანი კვლავ პატიმრობაში რჩება.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და გადაისინჯა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, რომელიც კვლავ ძალაში დარჩა.
ვლადიმერ გველესიანს, ზურაბ ჭავჭანიძეს, სერგო მეგრელიშვილს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მუმლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
თაგები:
4 ოქტომბრის საქმე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


