Logo

აბიტურიენტებისთვის გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები "ევროპის უნივერსიტეტის" ვიცე-რექტორმა რაულ ქირიამ დააჯილდოვა

საზოგადოება
56
Frontnews
აბიტურიენტებისთვის გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები "ევროპის უნივერსიტეტის" ვიცე-რექტორმა რაულ ქირიამ დააჯილდოვა

აბიტურიენტებისთვის გამოცხადებული ესეების კონკურსის საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები "ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორმა რაულ ქირიამ დააჯილდოვა.

კონკურსის „ერთიანი ჯანმრთელობა - ვეტერინარია, მედიცინა, ფსიქოლოგია და სტომატოლოგია“ დაჯილდოება 22 ივნისს გაიმართა.

საკონკურსო კომისიამ საუკეთესო ესეს ავტორები გამოავლინა, რომელთაც "ევროპის უნივერსიტეტში" სწავლა ერთი წლის განმავლობაში დაკავებული ადგილის შესაბამისად დაუფინანსდებათ.

გამარჯვებულები არიან:
I ადგილი - ანი ტაკიძე, 100%-იანი დაფინანსება
II ადგილი - ნუცა შუბლაძე, 70%-იანი დაფინანსება
III ადგილი - ანასტასია ქენქაძე, 50%-იანი დაფინანსება

აღსანიშნავია, რომ „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ გამართული ესეების კონკურსის მიზანი ერთიანი ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და აბიტურიენტებისთვის მომავალ პროფესიაში მისი მნიშვნელობის ხაზგასმა იყო. სწორედ ამიტომ, კონკურსანტებს შეეძლოთ აერჩიათ მოცემული ოთხი თემიდან ერთ-ერთი და ემსჯელათ პრობლემის გადაჭრის გზებზე:

* ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გზები და პერსპექტივები XXI საუკუნეში
* ქრონიკული დაავადებები, როგორც თანამედროვე სამყაროს გამოწვევა
* ცხოველების გავლენა ადამიანების მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე - რას არ ვაქცევთ ადამიანები ყურადღებას?
* ახალგაზრდა თაობაში ემოციური ინტელექტის განვითარების სირთულეები

"ევროპის უნივერსიტეტი“ 2026 წლისთვის მიღებას აცხადებს შემდეგ პროგრამებზე:
დიპლომირებული მედიკოსი GEO 1710101 
დიპლომირებული მედიკოსი ENG 1710102
ვეტერინარია 1710103
სტომატოლოგია GEO 1710104
სტომატოლოგია ENG 1710105
ფსიქოლოგია 1710106

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები