ადვოკატი – გიორგი ქადაგიძე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით


ავტორი
Front News საქართველო
გიორგი ქადაგიძე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება. ცხადია, იგი დაკავებულია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის უფლებადამცველმა შოთა კახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქადაგიძე, რეალურად, პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული.
“კადრებიდანაც ჩანს, რომ გიორგი ქადაგიძე საპროტესტო აქციის მსვლელობისას დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ფაქტობრივად, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში. როგორც ჩვენთვის ცნობილია, იგი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება. ცხადია, იგი დაკავებულია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე პოლიტიკური ნიშნით და როგორ განვითარდება მოვლენები ამასთან დაკავშირებით უკვე მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – განაცხადა შოთა კახიძემ.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
თაგები:
გიორგი ქადაგიძე