ალან ბერსე - ცხადია, გვექნება კომუნიკაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან


ავტორი
Front News საქართველო
საქართველო ევროპის საბჭოს წევრია, ეს ნიშნავს, რომ საქართველომ გადაწყვიტა ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის მიღება და მისი შესრულება, მაღალი მოლოდინები გვაქვს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
ალან ბერსეს თქმით, ექნება კონტაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
„საქართველო ევროპის საბჭოს წევრია, ეს ნიშნავს, რომ საქართველომ გადაწყვიტა ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის მიღება და მისი შესრულების ვალდებულება აიღოს. ეს მაღალი ვალდებულებაა და ჩვენ, მაღალი მოლოდინები გვაქვს. ეს ნიშნავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების აღსრულებას, ყოველთვის კონტაქტის შენარჩუნებას, ერთად მუშაობას და პროგრესის მიღწევას. როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ღია ვარ ყველასთან კონტაქტისთვის და ცხადია, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან“, – განაცხადა ალან ბერსემ.
თაგები:
ალან ბერსე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა