ალექსანდრე თამაზაშვილი - 2023 წელს მოწმე ტუკვაძემ ბურჭულაძის ცოლის ძმას წყნეთში მდებარე აგარაკი გადაუფორმა

ავტორი
Front News საქართველო
2023 წელს მოწმე ტუკვაძემ ბურჭულაძის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს, წყნეთში მდებარე აგარაკი გადაუფორმა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"როგორც პროკურატურა ამტკიცებს, დანაშაული 2023 წელს მოხდა, ხოლო მოწმე ზურაბ ტუკვაძის მიერ გადაცემული თანხის ნაწილი, რამდენიმე ეტაპად, ირაკლი ღარიბაშვილს გადაეცა.
ეს გახლავთ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ იმავე 2023 წელს მოწმე ტუკვაძემ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, წყნეთში მდებარე აგარაკი გადაუფორმა.
სავარაუდოდ, ამ სახლის რამდენიმე ოთახი ქრთამის სახით მიუტანა და გადასცა ირაკლის - ჯუანშერ ბურჭულაძემ…", - წერს ლექსო თამაზაშვილი.
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა. პროკურატურამ მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“, "გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგუნა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას. ბრალი 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ალექსანდრე თამაზაშვილი




