ალექსანდრე თამაზაშვილი - ირაკლის არავისთვის მოუპარავს, არ უსარგებლია სახელმწიფო გავლენით და მით უმეტეს, არც კორუფციაშია ბრალდებული

ავტორი
Front News საქართველო
ბრალშიც წერია და განაჩენშიც, რომ ირაკლის არავისთვის მოუპარავს, არ უსარგებლია სახელმწიფო გავლენით და მით უმეტეს, არც კორუფციაშია ბრალდებული, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა ალექსანდრე თამაზაშვილი წერს.
"ჩემთვის რთულია ემოციების გარეშე გავიაზრო ის, რაც ხდება ირაკლის გარშემო, მით უმეტეს რთულია გადმოგცეთ ჩემი მოსაზრება, ისე რომ არ დავაზიანო ის, რასაც ირაკლი მთელი შეგნებით უფრთხილდებოდა და უფრთხილდება..
ის, რომ მთელი “სანაცეთი” ზეიმობს, ჩვეულებრივი ამბავია.. ისედაც განადგურებულები არიან და მათი გაბოროტებული ემოციები საერთოდ არ მაინტერესებს..
სასაცილოა იმ ადამიანების სიხარული, აჟიოტაჟი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ დაუფასდებათ და რაიმე სარგებელს მიიღებენ..
ბრალშიც წერია და განაჩენშიც, რომ ირაკლის არავისთვის მოუპარავს… არ უსარგებლია სახელმწიფო გავლენით და მით უმეტეს, არც კორუფციაშია ბრალდებული..
ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერზე არსებობს პასუხები და საზოგადოებისთვის გასაგები და მისაღები მიზეზები..
ფაქტია, რომ ირაკლიმ გადაწყვიტა არ შესულიყო სამართლებრივ დავაში.. რომელშიც შესაძლებელია გამართლებულიყო ან არ გამართლებულიყო, ამაზე ვერ ვიმარჩიელებთ.. დაზუსტებით კი იმის თქმა შემიძლია, თუ რა სახეს მიიღებდა აღნიშნული პროცესი და როგორ დაზიანდებოდა ის საქმე, რომელსაც გულწრფელი სიყვარულით ემსახურა და ქვეყანას, რომლისთვისაც სიცოცხლესაც გაწირავს..
ვიცი, გამოჩნდებიან “ცინიკოსები” და დაიწყებენ ქილიკს და საპირისპიროს მტკიცებას.. მაგრამ, ვინც კარგად იცნობს ირაკლი ღარიბაშვილს მიხვდება რასაც ვამბობ..!" - წერს თამაზაშვილი.
თაგები:
ალექსანდრე თამაზაშვილი




