Logo

"ამ დღეს თქვენთან ერთად ვიზეიმებთ, თუმცა ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ჩვენი შვილები კვლავ გადასარჩენია"

Frontnews image description

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ.

"ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ თავისუფალ, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოს.

სამწუხაროდ, ჩვენს შვილებს აქვთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, რომელიც ყოველდღე ამოკლებს მათ სიცოცხლეს და ართმევს ჯანმრთელობას. მათთვის აუცილებელი მედიკამენტების შემოტანა მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია. თუმცა დღემდე ამას არ აკეთებს. ჩვენთვის დამოუკიდებელი საქართველო ნიშნავს ასევე სახელმწიფოს, რომელიც ზრუნავს ჩვენს შვილებზე.

ბავშვების სიცოცხლე არის ის, რაც შეიძლება დაიცვას და რაც უნდა დაიცვას დამოუკიდებელმა სახელმწიფომ.

ამიტომ, 26 მაისს, 12:00 საათზე ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებებში და ამ დღეს თქვენთან ერთად ვიზეიმებთ, თუმცა მოვიტანთ ჩვენს ბანერს და ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ჩვენი შვილები კვლავ გადასარჩენია", - აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები