
ავტორი
Front News საქართველო
არანაირი ურთიერთობის გადატვირთვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არ იქნება, სანამ "ქართული ოცნება" არ შეცვლის ტრაექტორიას ირანული, რუსული და ჩინური ტრაექტორიიდან აშშ-ის და ევროპის სასარგებლოდ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" დააკარგვინა საქართველოს აშშ-თან პარტნიორობის შესაძლებლობა.
"ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ არანაირი ურთიერთობის გადატვირთვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არ იქნება, სანამ "ქართული ოცნება" არ შეცვლის ტრაექტორიას ირანული, რუსული და ჩინური ტრაექტორიიდან აშშ-ის და ევროპის სასარგებლოდ.
აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს პარტნიორობა "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მოქალაქეებს დააკარგვინა და ეს მოცემულობა ვერ შეიცვლება იმის მიხედვით, თუ რა ინტერპრეტაცია ექნება ამ განცხადებებზე "ქართული ოცნების" რეჟიმს, ან "ქართული ოცნების" პროპაგანდისტებს", - განაცხადა ანა წითლიძემ.
თაგები:
ანა წითლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს