ანა წითლიძე - ჩვენ ალიანსში ვართ, ვაგრძელებთ მუშაობას, თუმცა არის კითხვები, რასაც ყოველთვის დავსვამთ

ავტორი
Front News საქართველო
მე არ ვიცი, ჩერგოლეიშვილი თუ არის მარტო ალიანსში, თუ ერთპიროვნული მმართველია და მაგან გადაწყვიტა ერთპიროვნულად, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა იყოს ალიანსში, მე ვიცი, რომ ალიანსში გადაწყვეტილებები მიიღება კენჭისყრით და უმრავლესობით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსში არის და აგრძელებს მუშაობას.
"ეს დღეებია გვესმის, რომ შიდა გარჩევებია ოპოზიციაში და ასე შემდეგ. მე მინდა ვთქვა, რომ ეს შიდა გარჩევებიც ბრძოლის ნაწილია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველს აინტერესებს კითხვებზე პასუხები და აინტერესებს, ვის მიჰყვება ამ ბრძოლაში, რა იყო შეცდომა, ვინ როგორ გადააფასა ეს შეცდომა და გადააფასა საერთოდ თუ არა. თუ ვამბობთ, რომ ბიძინასგან დემოკრატიული პროცესებით განვსხვავდებით, მაშინ დემოკრატიული პროცესი ეს არის, მათ შორის.
რაც შეეხება ალიანსს, მე არ ვიცი, ჩერგოლეიშვილი თუ არის მარტო ალიანსში, თუ ერთპიროვნული მმართველია და მაგან გადაწყვიტა ერთპიროვნულად, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა იყოს ალიანსში, არ ვიცი, მე ვიცი, რომ ალიანსში გადაწყვეტილებები მიიღება კენჭისყრით და უმრავლესობით. ჩვენ ალიანსში ვართ, ვაგრძელებთ მუშაობას, თუმცა არის კითხვები, რასაც ყოველთვის დასვამს მიხეილ სააკაშვილიც და მეც.
არის კითხვები, რომლებიც უნდა დასმულიყო და ასევე პასუხები უნდა გასცემოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და მესმის, ვინც ამ ყველაფერს აჩერებდა და ფიქრობდა, რომ ახლა ერთობა და ბიძინა ივანიშვილის დამარცხება იყო მთავარი, იყო მიხეილ სააკაშვილია. მიშას პოზიცია იყო ყოველთვის ერთიანობა. აქ მთავარი არის ის, რომ 14 წლის მანძილზე მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა არ მოუგია არავის და როგორ დაასრულეს თვითონ, ვნახეთ ძალიან კარგად. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ მიზანი ყველასი არის ბიძინას დამარცხება, მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ბრძოლას ყველა უნდა შეეშვას და ვკონცენტრირდეთ საერთო მიზანზე", - განაცხადა ანა წითლიძემ.
"ფედერალისტების " ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ალიანსის ლოგოდან "ნაციონალური მოძრაობის" ლოგოს მალე ამოიღებენ.
თაგები:
ანა წითლიძე




